ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი 11.11.2023
International staff week მონაწილეებს გავაცანით საქართველოში მიმდინარე დუგეორის პროექტის მიზნები, ამოცანები და გაწეული სამუშაოები.
International staff week მონაწილეებს გავაცანით საქართველოში მიმდინარე დუგეორის პროექტის მიზნები, ამოცანები და გაწეული სამუშაოები.
შეხვედრა გაიმართა GIPA-ს თანამშრომლებისა და სტუდენტების საქართველოში ორმაგი უმაღლესი განათლებისთვის კომპანიების საჭიროებების კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების პროცესში შრომის ბაზრის მზაობის ჩართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის მონაწილეებს აცნობეს, რომ კვლევის პროცესში სულ გამოიკითხა საქართველოში მოქმედი 96 ორგანიზაცია. მათგან 30% წარმოადგენს მიკრო კომპანიებს, 30% – მცირე ბიზნესს, 25% […]
დუგეორის პროექტის ფარგლებში ჯიპას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ ძმები ასკანელების ალკოჰოლური სასმელების ქარხანას. სტუდენტები გაეცნენ წარმოების პროცესს და იმ მოთხოვნებს, რომელთაც ქარხნის ხელმძღვანელობა აწესებს დასაქმებულთათვის. ჯიპას წარმომადგენლებმა ვანო ცერცვაძემ და ნიკოლოზ ბაქრაძემ ისაუბრეს დუგეორის პროექტის შესახებ და ქარხნის ხელმძღვანელობას გააცნეს პროექტის მიზნები. ასკანელის კომპანია არის ერთ-ერთი ძველი და მსხვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია […]
დუგეორის პროექტის მონაწილემ, გიორგი თურქიამ ჯიპას წარმომადგენლებს გააცნო თავის გამოცდილება გერმანიის ჰაილბრონის უნივერისტეტში დანერგილი დუალური განათლების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა GIPA-ს თანამშრომლებისა და სტუდენტების ორმხრივი უმაღლესი განათლების ევროპული საუკეთესო პრაქტიკის კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით. წარმოდგენილი იქნა კვლევა, რომელიც აღწერს ორმაგი უმაღლესი განათლების (DHE) პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში. ანგარიში მოიცავს 15 ორმაგი უმაღლესი განათლების პროგრამის ანალიზის შედეგებს, რომლებსაც ახორციელებენ სხვადასხვა უნივერსიტეტები 4 ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, ესპანეთი და სერბეთი) სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში. შეხვედრაზე ასევე […]
2023 წლის 29 მაისს, პროფესორმა სავიჩმა Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამის მონაწილეებს წარუდგინა DUGEOR პროექტის ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები. შეხვედრა გაიმართა EUGLOH 2.0 პროექტის ფარგლებში ნოვი სადის უნივერსიტეტში. პრეზენტაცია დაიწყო ბოლოდროინდელი საპროექტო აქტივობების აპლიკაციის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხებით, სადაც აქცენტი გაკეთდა საქართველოში დუალური განათლების დანერგვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზე.