ვიზიტი ავსტრიის ქალაქ გრაცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
15-17 მაისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის ქალაქ გრაცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს (FH JOANNEUM, University of Applied Sciences) ეწვია.
აკადემიის დელეგაციის წევრები: ვიცე-რექტორი – კრისტინა რზგოევა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ყურშუბაძე და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი – რომან მამულაძე
ვიზიტი, ERASMUS + Capacity building -ის პროექტის „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში”(DUGEOR – Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgia higher education) ფარგლებში, გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ვიზიტში ჩართული იყვნენ საზღვაო აკადემიის პარტნიორი ლოგისტიკური კოომპანიის Wilhelmsen- ის წარმომადგენლები.
კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს კომპანიები, რომლებშიც დასაქმებული არიან დუალური განათლების სტუდეტები, კერძოდ: Siemens mobility, KNAPP Logistic AG, Zotter Schokolade GmbH და სხვა.
პროექტი ემსახურება დუალური განათლების დანერგვის ხელშეწყობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში.
Share this content: