ვიზიტი ჰაილბრონის ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატივის სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW) და შტუდგარდის უნივერსიტეტში
25-28 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ყურშუბაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი რომან მამულაძე და ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის დეკანი მანუჩარ ლორია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ჰაილბრონის ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატივის სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW) და შტუდგარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი, ERASMUS+ Capacity building-ის პროექტის „დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში”(DUGEOR – Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgia higher education) ფარგლებში, გაიმართა.
პროექტი ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში დუალური და კოოპერატიული სწავლების სტრატეგიის, პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სწავლებაში.
ვიზიტის ფარგლებში, გაზიარებული იყო გერმანიაში დანერგილი დუალური და კოოპერაციული სწავლების მოდელები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებში ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ინჟინერიის, მექატრონიკის, ლოგისტიკური და სხვა მიმართულებებით.
ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,
მონაწილეები სხვადასხვა დუალური პროგრამების განმახორციელებელ ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდნენ.
Share this content: