დუგეორის პროექტის ფარგლებში ჯიპას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ ძმები ასკანელების ალკოჰოლური სასმელების ქარხანას. სტუდენტები გაეცნენ წარმოების პროცესს და იმ მოთხოვნებს, რომელთაც ქარხნის ხელმძღვანელობა აწესებს დასაქმებულთათვის. ჯიპას წარმომადგენლებმა ვანო ცერცვაძემ და ნიკოლოზ ბაქრაძემ ისაუბრეს დუგეორის პროექტის შესახებ და ქარხნის ხელმძღვანელობას გააცნეს პროექტის მიზნები. ასკანელის კომპანია არის ერთ-ერთი ძველი და მსხვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია და დაინტერესებულია წარმოების პროცესში მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულების დასაქმებით. შეხვედრის ბოლოს ჯიპას და კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ რომ ითანამშრომლებდნენ საერთო კურიკულუმის შექმნაში.

Untitled-1 ალკოჰოლური სასმელების ქარხანა ასკანელი 13.10.2023

Share this content: