“საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (DUGEOR)”-ის მიზნები
დუალური უმაღლესი განათლება (DHE) საშუალებას მისცემს სტუდენტებს მიიღონ მეტი შესაბამისი ცოდნა და უნარები ტრადიციული განათლების კომბინაციით ,სამუშაო ადგილზე მიღებულ ცოდნასთან და უნარებთან. შესაბამისად, ეს მისცემს მათ შესაბამის კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც უკეთესად პასუხობს დამსაქმებელთა საჭიროებებს და გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს.
სტატისტიკურად, პირველი დასაქმება ჩვეულებრივ ხდება იმ კომპანიებში, რომლებიც სთავაზობენ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. ეს არამარტო აამაღლებს სტუდენტების მოტივაციას, არამედ გაზრდის კომპანიების ინტერესს ითანამშრომლონ უმაღლეს სასწავლებლებთან დუალურ უმაღლეს განათლებაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
მოსალოდნელია, რომ კომპანიები წვლილს შეიტანენ სასწავლო გეგმებში, მოაწყობენ და საბოლოოდ მიაწვდიან სასტიპენდიო სქემას შერჩეულ სტუდენტებს, შესთავაზებენ ორგანიზებულ სწავლებას, რომელსაც ატარებენ უსდ-ებთან ერთად და ჩაერთვებიან ცოდნის შეფასებაში. ამ მიზნების მისაღწევად პროექტმა უნდა განახორციელოს შემდეგი კონკრეტული მიზნები:
• სხვადასხვა ინდუსტრიული სექტორისა და ბიზნესის კომპანიების საჭიროებებისა და სპეციფიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და იმ კომპანიების პოვნა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ დუალური განათლების საპილოტე პროგრამების განხორციელებაში;
• დუალური უმაღლესი განათლების მოქნილი და ზოგადი მოდელის შემუშავება ყველა დაინტერესებული მხარის სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად და უსდ-ებისთვის რეკომენდაციების მიწოდება DHE-ის განხორციელებისთვის;
• შესთავაზოს ცვლილებები ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში;
• ზოგადი მოდელიდან გამომუშავებული კონკრეტული DHE მოდელების ტესტირება, პროექტის განმავლობაში მათი პილოტური განხორციელების რეალიზებით და მიღწეული შედეგების ანალიზით.