მიმდინარე წლის 26-27 ივნისს შედგა შეხვედრა „ERASMUS+ project No. 101081771 DUGEOR /Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgia higher education/ – საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები – პროფესორი რომან მამულაძე, ასოცირებული პროფესორი გულადი თხილაიშვილი და ასოცირებული პროფესორი მამუკა ბარამიძე.
შეხვედრის დროს განხილული იქნა პროექტის მიმდინარეობის რიგი საკითხები, მათ შორის დუალურ ფორმატში განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსების იდენტიფიცირების საკითხი. ასევე, მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზაციული საკითხები.
27 ივნისს პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ,,საქართველოსთვის ზოგადი დუალური საგანმანათლებლო მოდელის შემუშავება: პერსპექტივები და გამოწვევები”.






Share this content: